სტუდენტური თვითმმართველობა იჭმევა?

17 იანვარი, 2010

სტუდენტური თვითმმართველობა ყველა “ცივილიზებულ” უმაღლეს სასწავლებელს ჰყავს. იდეაში მათი მისიაა უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება  სტუდენტთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. დროთა განმავლობაში ამ ბიუროკრატიულმა ერთეულმა კულტურული და სპორტული დეპარტამენტებიც შეითავსა.

თვითმმართველობა და ხუბუა

თვითმმართველობა და გიორგი ხუბუა

Read the rest of this entry »

Advertisements

წელცომე

30 დეკემბერი, 2009

ყველას მოგესალმებით ერთი სტუდენტის ბლოგზე, კეთილი იყოს თქვენი მაუსის ისარი ჩემს ლინკებზე 🙂

მოკლედ შევეცდები აგიხსნათ თუ ვინ ვარ, სად ვარ და რატომ ვარ. მე ვარ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი რიგითი სტუდენტი, ძირითადად ვმოღვაწეობ მაღლივ კორპუსში და მინდა ამ ბლოგის საშუალებით ვისაუბრო უნივერსიტეტის ნაკლებზე, მარაზმულ ფაქტებსა და თავზეგადასულ-გადმოსულ ლექტორებზე. მინდა ღიად ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რაც ჩემს გარდა ათასობით სტუდენტს აწუხებს.

ყელშიამოსულთა საერთაშორისო ფედერაციის სახელით ვიწყებ მოღვაწეობას ფარდაახდილთა ფედერაციის წინააღმდეგ. დიდ მადლობას ვუხდი ფარდაამხდელთა ფედერაციის საინიციატივო ჯგუფის ყველა თანამშრომელს გვერდში დგომისა და თბილი ღვეზელებისთვის.